ახალი ამბები

ახლა ბრძოლის დროა, დგება გადამწყვეტი პერიოდი – სააკაშვილის ახალი მიმართვა

29 ნოემბერი, 2018 • 2463
ახლა ბრძოლის დროა, დგება გადამწყვეტი პერიოდი – სააკაშვილის ახალი მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკის ოფიციალური გვერდით ახალ მიმართვას ავრცელებს და გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართავს, რომ ახლა არ არის ბევრი ლაპარაკის დრო და დგება გადამწყვეტი ბრძოლის პერიოდი.

“მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზების და ბრძოლის გაგრძელების და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო. ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ახლა არამხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არაა, დგება გადამწყვეტი პერიოდი: 18:00 საათზე ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს და მეც შემოგიერთდებით ჯერჯერობით Skype-თ. ყველამ ერთად მოვიფიქროთ და ზუსტად გავწეროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე,” – მიმართავს მხარდამჭერებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე, გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და მხარდამჭერები თბილისის საკონცერტო დარბაზში იკრიბებიან. გრიგოლ ვაშაძე და სხვა ლიდერები საკუთარ გეგმას მხარდამჭერებს სწორედ ფილარმონიაში გააცნობენ.

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ვაშაძე და სხვა ლიდერები საკუთარ გეგმას მხარდამჭერებს ფილარმონიაში გააცნობენ

მასალების გადაბეჭდვის წესი