ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: შს სტრუქტურაში ბევრი პრობლემაა

10 ივნისი, 2014 • • 1300
აფხაზეთის შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: შს სტრუქტურაში ბევრი პრობლემაა

“შსს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ორგანოა, რომელიც ასრულებს სამართალდამცავ და დანაშაულთან მებრძოლის  ფუნქციას. ისე გამოვიდა, რომ ჩვენთვის, ყველასთვის რთული დრო დადგა. ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანლობამ დამავალა ვუხელმძღვანელო ამ საპასუხისმგებლო და საზოგადოებისთვის საჭირო სამუშაოს. პრობლემები, რა თქმა უნდა, შსს-ს სტრუქტურაში ბევრი პროლემაა – ეს არის დაბალი ანაზღაურება და სუსტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ხელს უშლის თანამშრომლებს სამუშაოს ხარისხიანად შესრულებაში,”- აცხადებს ლოლუა. 

 

მისი თქმით, დროა, შს სტრუქტურაში მუშაობის მიდგომები შეიცვალოს და ახალი იდეები გაჩნდეს.

 

“ვფიქრობ, მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს მილიციის მუშაობა. ვისურვებდი, თქვენგან მომესმინა წინადადებები ჩვენი სამსახურის გაუმჯობესების კუთხით და გიწვევთ აქტიური მონაწილეობისთვის ფორუმზე. მე ღია ვარ დისკუსიისთვის და სიხარულით წავიკითხავ და ვუპასუხებ თქვენს შეკითხვებს. შეძლებისდაგვარად შევეცდები ჩვენი უწყების საქმეების შესახებ ინფორმაცია მოგაწოდოთ.” 


რაულ ლოლუა
რაულ ლოლუა

მასალების გადაბეჭდვის წესი