ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 20:00 საათისთვის 56,23% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 975 845 ადამიანს შეადგენს.
ამ რაოდენობაში არ შედის საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა.,
ყველაზე მაღალი აქტივობა, 72, 72% ქედაში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი, 43,12% – წალკაში. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 55,9% შეადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 46,74%-ს შეადგენდა, რაც რაოდენობრივად 1 637 956 ამომრჩეველი იყო.