ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 47,31% შეადგინა

28 ნოემბერი, 2018 • 1142
ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 47,31% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 47,31% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 662 453 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა, 58% დაფიქსირდა ქედაში, ხოლო ყველაზე დაბალი, 37% – წალკაში.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე პირველ ტურში იყო. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათისთვის 38,16% შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი