ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონდარღვევად არ აფასებს აბაშის მე-10 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევას, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყვა.
“ეს ვიდეო, რაც გავრცელდა, ჩვენ გადავამოწმეთ. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნული პიროვნება იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე როგორც ერთ-ერთი რიგითი ამომრჩეველი და კანონმდებლობის თანახმად, ხანდაზმულმა მოქალაქემ მას სთხოვა დახმარება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ, თუმცა დამატებით კითხვებს ამ საკითხზე არ უპასუხა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აბაშაში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი ერთ-ერთ ამომრჩეველს ხმის მისაცემ კაბინაში შეჰყვა. ვიდეოში დეპუტატი ამბობს, რომ უბანზე როგორც ამომრჩეველი, ისე იმყოფება და სხვა ამომრჩეველს ეხმარება.
ამავე თემაზე:
“ოცნების” დეპუტატი ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში შეჰყვა – ენმ (ვიდეო)