ახალი ამბები

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 38,8%-ია

28 ნოემბერი, 2018 • 1218
ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვის 38,8%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 15:00 საათისთვის 38,8% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 363 493 ამომრჩევლია.

ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათისთვისაც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო. 28 ოქტომბერს ამომრჩეველთა აქტივობა დღის 03:00 საათისთვის 30,98%-ს შეადგენდა.

ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია ამბროლაურში – 50,1%, ხოლო ყველაზე დაბალი – 30,3% – წალკაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი