ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 19,6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 688 551 ამომრჩევლია.
ყველაზე მაღალია აქტივობა ამბროლაურში და 25%-ს შეადგენს. ყველაზე დაბალი აქტივობა კი არის წალკაში – 12,2%.
აღსანიშნავია, რომ ამორმჩეველთა აქტივობის ეს მაჩვენებელია უფრო მაღალია, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 12:00 საათისთვის იყო. მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% შეადგინა.