ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 7,26% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 255 251 ამომრჩეველია.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6,14%-ს შეადგენდა.
ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა – 8,95% – ხელვაჩაურსა და მცხეთაში ფიქსირდება, ყველაზე დაბალი, 3,8% კი – წალკაში.