ნეტგაზეთი | სამხრეთ ოსეთში არჩევნებში პარტია “ერთიანმა ოსეთმა” გაიმარჯვა სამხრეთ ოსეთში არჩევნებში პარტია “ერთიანმა ოსეთმა” გაიმარჯვა – Netgazeti
RU | GE  

სამხრეთ ოსეთში არჩევნებში პარტია “ერთიანმა ოსეთმა” გაიმარჯვა

სამხრეთ ოსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო, 9 ივნისის მონაცემებით, 8 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ანატოლი ბიბილოვის პარტია “ერთიანი ოსეთი” 43,19%-ით ლიდერობს. 

ცესკოს თავმჯდომარის, ბელა პლიევას განცხადებით, მეორე პოზიციაზეა ვლადიმერ ქელეხსაევის პარტია “ხალხის ერთიანობა” 13,24% -ით. მესამე ადგილზე – “სახალხო პარტია” 9,09%-ით. 

 

შესაბამისად, პირველ ადგილას გასული პარტია პარლამენტში 20 სადეპუტატო მანდატს მიიღებს, მეორე ადგილზე გასული – 6 მანდატს და მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული პარტიები – 4-4 მანდატს.  

 

ცესკოს მონაცემებით, 8 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 60,47% შეადგინა [21 129 ადამიანი]. 


ცხინვალი, არჩევნები, ფოტო: epa
ცხინვალი, არჩევნები, ფოტო: epa


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი , ------------------------------------------------------------ , -------------------------------------------------------------- , მასალაში გამოყენებულია თვითაღიარებულ რესპუბლიკაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია