ახალი ამბები

ზუგდიდის მე-4 უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი კომისიის წევრი გააძევეს

28 ნოემბერი, 2018 • 1335
ზუგდიდის მე-4 უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი კომისიის წევრი გააძევეს

ზუგდიდის მე-4 უბნიდან ფოტოგადაღების გამო გააძევეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ენმ-დან, ელისო შენგელია. გაძევებას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება შენგელიასა და კომისიის თავმჯდომარეს შორის.

შენგელიას თქმით, იგი გააძევეს უბნიდან, რადგან სურთ, “თავის გემოზე ჩაატარონ არჩევნები”.

კომისიის თავმჯდომარემ ციალა გურგულიანმა თავდაპირველად მას უთხრა, რომ ფოტო-ვიდეოგადაღების უფლება არ ჰქონდა უბნის ტერიტორიაზე, რასაც შენგელია არ დაეთანხმა.

ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც, რომელმაც შენგელია უბნიდან გაიყვანა.

როგოც ელენე ნიჟარაძე, “სამართლიანი არჩევნების” (ISFED) იურისტი, ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, საარჩევნო კოდექსით არ არის აკრძალული კომისიის წევრისთვის ფოტო-ვიდეოგადაღება და თუ ამ საფუძვლით გააძევეს კომისიის წევრი უბნიდან, ეს დაუსაბუთებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი