ახალი ამბები

გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

27 ნოემბერი, 2018 • 12934
გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

თუ თქვენ აპირებთ 2018 წლის 28 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას და არ იცით ან გსურთ გადაამოწმოთ, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას:

  1. შეამოწმეთ თქვენი თავი ამომრჩეველთა სიაში. 

ამისთვის ეწვიეთ ამომრჩეველთა სიას   http://voters.cec.gov.ge და იპოვეთ, სად ხართ რეგისტრირებული. ამომრჩეველთა სიის ვებგვერდზე თქვენი მონაცემების შეყვანის შემდეგ თქვენს შესახებ ასეთი მონაცემი დაგხვდებათ:

2. დააწკაპუნეთ ისრით მონიშნულ ციფრებთან.  ეკრანზე გამოჩნდება იმ საარჩევნო უბნის მისამართი, სადაც უნდა მიხვიდეთ ხმის მისაცემად.

საარჩევნო უბნის მისამართი.

3. უბნის და ოლქის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას:

პირველ ილუსტრაციაში, ისრით ნაჩვენებ ადგილას თქვენ ხედავთ ციფრებს, რომელზეც მოცემულია იმ საარჩევნო ოლქის და უბნის ნომერი, რომელშიც აძლევთ ხმას. მაგალითად, ილუსტრაციაზე ნაჩვენები ამომრჩევლის ნომერი: 15.08.03 ნიშნავს, რომ ამ ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს თბილისი მე-15 საოლქო კომისიის მე-3 უბანზე. 08 ამ შემთხვევაში ნიშნავს დიდუბეს, [ქალაქის რაიონი, მუნიციპალიტეტი [ვთქვათ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი].


  • ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ თვალი ადევნეთ netgazeti.ge-ზე განახლებად რეჟიმში.
  • თუ საარჩევნო უბნებზე  შეამჩნიეთ რაიმე დარღვევა, ან იციდენტის თვითმხილველი გახდით, დაგვირეკეთ ან გამოგვიგზავნეთ ფოტო, ან ვიდეო, ან მოკლე ინფორმაცია:
  • email: info@netgazeti.ge netgazeti.ge@gmail.com, ტელეფონი: [032]2 960830

მასალების გადაბეჭდვის წესი