ახალი ამბები

“რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56-მა მუშამ სააპელაციოშიც მოიგო დავა — პროფკავშირი

27 ნოემბერი, 2018 • 1233
“რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56-მა მუშამ სააპელაციოშიც მოიგო დავა — პროფკავშირი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომლმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

მათივე ცნობით, კომპანიას დაეკისრა 56-ივე მუშის სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდურის ანაზღაურება.

რუსთავის აზოტის ადმინისტრაციამ 2017 წლის იანვარში გაათავისუფლა 350 დასაქმმებული, რომელთაგანაც 56-მა დავა სასამართლოში გააგრძელა პროფკავშირების წარმომადგენლობით.

ამ 56-მა დასაქმებულმა 2018 წლის მარტში მოიგო დავა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, რის შედეგადაც სასამართლომ დაავალა რუსთავის აზოტს ქარხნიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომელის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზრაურება.

კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

პროფკავშირების ცნობით, 27 ნოემბერს დასაქმებულებმა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს პროცესი.

საწარმო „აზოტი“ მინერალური სასუქების მწარმოებელი ქიმიური საწარმოა.

რუსთავის აზოტის თანამშრომლები სააპელაციოში საქმის მოგების შემდეგ. ფოტო: პროფკავშირები

მასალების გადაბეჭდვის წესი