ახალი ამბები

საბოლოოდ ვუთხრათ უარი სააკაშვილს — ექსპრემიერი ღარიბაშვილი მეორე ტურის წინ

26 ნოემბერი, 2018 • 1559
საბოლოოდ ვუთხრათ უარი სააკაშვილს — ექსპრემიერი ღარიბაშვილი მეორე ტურის წინ

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე ორი დღით ადრე ამომრჩეველს მიმართავს და მოუწოდებს, “საბოლოოდ უთხრან უარი მიხეილ სააკაშვილს”.

ღარიბაშვილი 2015 წელს გადადგომის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას. თუმცა, მისი თქმით, მას გულწრფელად აღელვებს მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ამიტომაც გადაწყვია, საჯაროდ მიმართოს თანამოქალაქეებს.

ღარიბაშვილი ენმ-ს “ანტიეროვნულ რეჟიმს” უწოდებს, რომელსაც “2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქართველმა ხალხმა წერტილი დაუსვა”.

“მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოხდა ის, რასაც ალბათ 2012 წელს ან თუნდაც 2016 წელს ვერავინ ვერ წარმოიდგენდა”, წერს ყოფილი პრემიერი.

“მძიმე მემკვიდრეობის მქონე პოლიტიკოსებად წოდებულ კრიმინალებს, აღარ უნდა ქონდეთ უფლება და ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია. ამიტომ, დღეს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ, ყველაფერი პირადი გვერდით გადავდოთ და საბოლოოდ უარი ვუთხრათ მოღალატე სააკაშვილს და მის ანტიეროვნულ პოლიტიკურ ძალას”, – დაწერა ღარიბაშვილმა 26 ნოემბრის საღამოს ფეისბუკზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი