ახალი ამბები

უკრაინის გემებზე იერიში ხელყოფს მთელი რეგიონის უსაფრთხოებას – ზალკალიანი

26 ნოემბერი, 2018 • 1347
უკრაინის გემებზე იერიში ხელყოფს მთელი რეგიონის უსაფრთხოებას – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

“ყურადღებით ვადევნებთ თვალ-ყურს აზოვის ზღვასა და ქერჩის სრუტეში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებს. უკრაინის საზღვაო გემებზე იერიში და მათი დაყოვნება წარმოადგენს საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეშ დარღვევას და ხელყოფს მთლიანი რეგიონის უსაფრთხოებას. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერს დავით ზალკალიანი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ვითარების დეესკალაციისთვის დაუყოვნებელი ზომები მიიღოს.

25 ნოემბრის საღამოს რუსულმა მხარემ სამ უკრაინულ გემს ქერჩის სრუტესთან ახლოს, შავ ზღვაში, ცეცხლი გაუხსნა, ხომალდები კი დააკავა. ინციდენტის შედეგად, რუსეთის ცნობით, სამი უკრაინელი მეზღვაური დაშავდა, კიევის ინფორმაციით კი – 6.

უკრაინული მხარის ცნობით, 23 მეზღვაური რუსეთს ტყვედ ჰყავს აყვანილი.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მხარი დაუჭირა უკრაინაში საომარო მდგომარეობის გამოცხადებას.

ამავე თემაზე:

რუსეთი უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნას ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი