ახალი ამბები

კორძაია და სამნიძე ბრწყინვალე მინისტრები იქნებიან – სააკაშვილი

26 ნოემბერი, 2018 • 2228
კორძაია და სამნიძე ბრწყინვალე მინისტრები იქნებიან – სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ნაცვლად საქართველოს მრავალპარტიული კოალიცია უნდა მართავდეს. რა გუნდით დააკომპლექტდება მმართველი გუნდი, თუ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები “ქართულ ოცნებას” შეცვლიან? – ეს შეკითხვა სააკაშვილს რ2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში დაუსვეს.

“მაგალითად, სიტყვაზე, მე მაქვს დიდი პრეტენზია ეკა გიგაურთან, სრულიად უტიფარი რამ ჩაიდიანა ჩემი აზრით, როცა ანტისემტიზმში დამადანაშაულა, ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა, რაც შეიძლება მე დამაბრალო. შეხედეთ ჩემს ოჯახს, გარემოცვას წარსულს და ა.შ. მაგრამ. ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს, ასეთი კანდიდატი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და [ხათუნა] სამნიძე ბრწყინვალე მინისტრები იქნებიან.

ევროპულ საქართველოში წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები არიან, თვითონ დათო ბაქრაძე ერთ-ერთი ყველაზ საინტერესო ქართველი ლიდერია დმაოუკიდბელობის შემდეგ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი ამბობს, რომ პირადად მას უმაღლესი თანამდებობის პრეტენზია არ აქვს და ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობა სურს. სააკაშვილმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ მისი აზრით, გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო) კარგი პრემიერ-მინისტრი იქნებოდა.

“მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის. მე ყველა თანამდებობა უკვე მქონდა. მე ვარ რეგიონალური ლიდერი. უკრაინაში ჩემი პარტია ურპობლემოდ შედის პარლამენტში, გადახედეთ, აზერბაიჯანში რა პოპულარობა მაქვს, ეს სხვათაშორის ჩვენი აზერბაინაჯელებისაგან მოდის, სომხეთში [რა პოპულარობა მაქვს], შუა აზიაში რამხელა პოზიციები მაქვს, აგერ ევროპაში როგორ მიღებენ. ჩემთვის თანამდებობა არაფერს ნიშნავს, ფული მე მომიპოვებია, კომფორტს არ ვეძებ, მშვენივრად ვცხოვრობ ჩემი მოკრძალებული სტილით. ეს ჩემთვის მოტივაცია არ არის. მაგრმა ვიხილო ძლიერი, მაგარი საქართველო, სადაც ლაზიკა იქნება ყველაზე მთავარი ვიტრინა, ფასადი, მისი წამრტების სიმბოლო, რა თქმა უნდა, ეს ბევრად დიდი ამბიციაა, ვიდრე პრმეიერობა და პრეზიდნეტობა, თუ მე ასეთი წამრატების მაგალითი შევქმენი… ამას გავაკეთებ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მინდა ვიყო ლაზიკის ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი – სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი