ახალი ამბები

მინდა ვიყო ლაზიკის ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი – სააკაშვილი

26 ნოემბერი, 2018 • 3757
მინდა ვიყო ლაზიკის ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი – სააკაშვილი

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელობა სურს. ამის შესახებ მან რ2-ის გადაცემა “კვირის აქცენტებში” განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლება შეიცვლება, ის “ივანიშვილის მსგავსად” არაფორმალურ მმართველობსა და მინისტრების სახლიდან მართვას არ აპირებს.

“როცა ვამბობ, რომ არ ვიქნები მთავრობაში, ეს ვირეშმაკობა არ არის”, – განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება იმას, თუ სად ხედავს ის საკუთარ თავს, სააკაშვილი ამბობს:

“ჩემი ამბიცია არის საქართველოს დიდ საზღვაო წარმატებულ ქვეყანად ქცევა, სადაც ჩვენი საზღვაო ზოლი მსოფლიოსთვის იქნება მისაბაძი. მე შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა რომ ეს იყოს ზონა, სადაც პირდაპირ ინგლისური სამართლი იქნება, იქნებიან ინგლისელი მოსამართლეები, დღგ – 0, თავისუფალი ბიზნესგარემო, ყველას უფლებები დაცული. მინდა ვიყო ლაზიკის ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი