ახალი ამბები

შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას გეგმავს – გახარია

25 ნოემბერი, 2018 • 1210
შსს ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებას გეგმავს – გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, უახლოეს პერიოდში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება იგეგმება. ამის შესახებ მინისტრმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა ასევე იქნება კრიმინალიზებული”, – აღნიშნა მან.

გახარიას თქმით, შსს-მ ასევე გაამკაცრა კანონი კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე ამ კუთხით მიღებულ შედეგებზეც აისახა.

მასალების გადაბეჭდვის წესი