მატჩის ორივე ლელო საქართველოს ნაკრებმა დადო: პირველი 26-ე, მეორე კი 83-ე (დამატებით) წუთზე.
ბორჯღალოსნებმა აორივე ტაიმი მოუგეს მოწინააღმდეგე ანგარიშით 7-6 და 13-3.
ეს საქართველოსთვის წლის ბოლო ტესტ-მატჩი იყო. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.
ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ უკვე შვიდჯერ აქვთ ნათამაშები. აქედან საქართველო ორჯერ დამარცხდა და 5-ჯერ გაიმარჯვა.