ახალი ამბები

ლანჩხუთში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს

24 ნოემბერი, 2018 • 1642
ლანჩხუთში გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს

ლანჩხუთში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის სარეკლამო ბანერი დააზიანეს.

შემთხვევა, სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დავით მჟავანაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, გარეგანი დათვალიერებით არსებობს ეჭვი, რომ ბანერს მჟავა შეასხეს. თუმცა, პარტიაში დეტალებზე დაზუსტებით ვერ საუბრობენ.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროც ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ “მედიაში გავრცელებული ცნობების საფუძველზე”, მომხდარის ადმინისტრაციული შესწავლა უკვე დაიწყო.

გრიგოლ ვაშაძის დაზიანებული ბანერი. ფოტო: ენმ ლანჩხუთი

გრიგოლ ვაშაძის დაზიანებული ბანერი. ფოტო: ენმ ლანჩხუთი

მასალების გადაბეჭდვის წესი