ახალი ამბები

ზურაბიშვილი – 28%, ვაშაძე – 26% – “იმედის” კვლევა

23 ნოემბერი, 2018 • 3668
ზურაბიშვილი – 28%, ვაშაძე – 26% – “იმედის” კვლევა

ტელეკომპანია „იმედი“ მის მიერ Gallup International-ისთვის დაკვეთილი წინასაარჩევნო განწყობების შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევის თანახმად, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდებოდეს, გამოკითხულთა 28% სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას, 26% – გრიგოლ ვაშაძეს. 37%-ს არ გადაუწყვეტია ან არ იცის, წავა თუ არა არჩევნებზე, 9%-ის თქმით კი, არცერთ კანდიდატს არ აძლევს ხმას.

“იმედის” ინფორმაციით, Gallup International-ის კვლევა 16-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კვლევაში  2 400 საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე მონაწილეობდა. კვლევის ცდომილებაა +/- 2%-ია.

იმედის ცნობით, ხმები ალოკაციის შედეგად ასე განაწილდა: სალომე ზურაბიშვილი – 52%, გრიგოლ ვაშაძე – 48%.

“შეწონვის და ალოკაციის მეთოდოლოგია ასეთია, რომ მონაცემთა შეწონვა ხორციელდება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს შერჩევის წარმომადგენლობითობა მთელი საქართველოს მასშტაბით – სქესის, ასაკის და რეგიონის მიხედვით. ალოკაციისას გათვალისწინებული იქნა პირველი ტურის შედეგები”, – აცხადებს იმედი.

Gallup International შვეიცარიაში რეგისტრირებული ორგანიზაციაა და კავშირი არ აქვს ამერიკულ Gallup, inc – თან. იმედის ცნობით, საველე სამუშაოები საქართველოში ACT-იმ ჩაატარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი