ახალი ამბები

ღარიბაშვილი: პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს

5 ივნისი, 2014 •
ღარიბაშვილი: პაატა ქარდავას მკვლელობის საქმეში თენგიზ გუნავაც ფიგურირებს

პრემიერის თქმით, ბრალდებულ რომან შამათავასთვის ამ საქმეშიც ბრალდებულად ცნობამ და მისთვის სასჯელის დამძიმებამ კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ გამოძიებას საქმე აქვს სისტემურ დანაშაულთან, ხოლო საქმეში ბრალდებულები საკუთარ მოქალაქეებს ტერორისტულ აქტებს უწყობდნენ.

 

“ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ადამიანები გასამართლებული არიან, ბრალდებულები არიან საკუთარი მოქალაქეებისადმი ტერორისტული აქტების მოწყობაში. ძალიან სამწუხაროა და აღმაშფოთებელია, რომ ამ საქმეში ფიგურირებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი, ასევე ყოფილი გუბერნატორი, რომელიც ამჟამად არის გამაგებლობის კანდიდატი, ბატონი გუნავა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, იგი პირდება საქართველოს მოქაალქეებს, რომ ყველა მსგავსი საქმე იქნება ბოლომდე გამოძიებული და ყველა დამნაშავე, ვინც არ უნდა იყოს, დაისჯება.

ღარიბაშვილი
ღარიბაშვილი

“საუბედუროდ, ასეთი საქმე ბევრია, რომელსაც ჩვენ გავხსნით და ბოლომდე მივიყვანთ”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. 

 

შსს-ს 5 ივნისის განცხადებით, მათ გახსნეს 2008 წელს ჩადენილი დანაშაული, რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავას მკვლელობას. აღნიშნულ საქმეზე ბრალი რომან შამათავას დაუმძიმდა.

 

ჩადენილი დანაშაულისათვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო.

 

პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოდან იყო გაუჩინარებული, თუმცა ოჯახს აღნიშნული საქმის თაობაზე არ ჰქონდა გამოძიების შესახებ რაიმე ცნობები.

მასალების გადაბეჭდვის წესი