დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც – ილია მეორე

მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას პრეზიდენტობის კანდიდატებს მიმართა, რომლებიც ამავე ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

“ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ილია მეორემ სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს წმინდა გიორგის ხატები გადასცა საჩუქრად.

“ბედნიერი ვარ, რომ ტაძარში ბრძანდებიან ჩვენი მინისტრები, ჩვენი პრეზიდენტობის კანდიდატები. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ღირსეულად შეხვდებით გამარჯვებასაც და დამარცხებასაც. მაგრამ მე მინდა, გისურვოთ, რომ ვინც უნდა გაიმარჯვოს, არ უნდა იფიქროს, რომ სხვაზე უკეთესია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ, რომელთაც გამოიარეთ ეს მძიმე პერიოდი, დაეხმარებით ერთმანეთს, ვინც არ უნდა იყოს გამარჯვებული. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. თქვენთვის მოვამზადე წმინდა გიორგი ხატები და მინდა გადმოგცეთ”, – მიმართა პატრიარქმა პრეზიდენტობის კანდიდატებს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.