ახალი ამბები

პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

23 ნოემბერი, 2018 • 1200
პაკისტანში ჩინეთის საკონსულოზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ორი პოლიცილი დაიღუპა და დაცვის თანამშრომელი დაშავდა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში ჩინეთის საკონსულოზე თავდასხმის შედეგად.

BBC-ის ინფორმაციით, სროლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთხმა შეიარაღებულმა პირმა საკონსულოში შესვლა სცადა და ისინი დაცვის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს. სამი თავდამსხმელი პოლიციის მიერ საპასუხო ცეცხლის დროს მოკლეს.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე აფეთქების ხმაც გაისმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. ბალოჩისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ აიღო.

ჩინეთი პაკისტანის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორია. ბალოჩისტანი კი პაკისტანის ყველაზე ღარიბი რეგიონი და ჩინეთის მსხვილი საინვესტიციო პროექტის ცენტრია.

ამბოხებულთა ჯგუფი აცხადებს, რომ ის აპროტესტებს ჩინეთის მიერ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით.

მასალების გადაბეჭდვის წესი