ვეჯინში ნაც. მოძრაობის კოორდინატორის სახლში აალებადი ნივთი შეაგდეს – რ2

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორის სახლში აალებადი ნივთი შეაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “რუსთავი2” ავრცელებს და იუწყება, რომ ეს იყო მოლოტოვის კოქტეილი, რომელიც აალდა და ეზოში მდგომი ავტომობილი დააზიანა.

ტელეარხის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე კი პოლიცია იყო მობილიზებული.

ინციდენტი “ნეტგაზეთს” შსს-შიც დაუდასტურეს, სადაც განაცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

უწყებაში ადასტურებენ, რომ სახლის ეზოში მართლაც შეაგდეს გაურკვეველი ნივთი, რის შემდეგაც ავტომანქანა დაზიანდა. თუმცა , არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მოლოტოვის კოქტეილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან