ახალი ამბები

ობამა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას თავდაცვისუნარიანობაში დახმარებას ჰპირდება (ვიდეო)

4 ივნისი, 2014 • • 1463
ობამა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას თავდაცვისუნარიანობაში დახმარებას ჰპირდება (ვიდეო)

 

“მე დავაანონსე ახალი ინიციატივა ჩვენი ნატოს წევრი მოკავშირეების უსაფრთხოების გაძლიერების ხელშეწყობის და ევროპაში ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის თვალსაზრისით. კონგრესის მხარდაჭერის შემთხვევაში, ამას ექნება შემდეგი მნიშვნელობა: უფრო მეტად მობილიზებული აღჭურვილობა, რათა კრიზისის შემთხვევაში რეაგირება სწრაფად განხორციელდეს; ასევე, წვრთნები და ტრენინგები, რათა ჩვენი ძალები მზად იყვნენ, დამატებითი ამერიკული ძალები, ზღვაში, ჰაერსა და ხმელეთზე, მათ შორის პოლონეთში. ეს არის გაზრდილი მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ ჩვენს მეგობრებს: უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რათა უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვა.

 

სადაც კი ადამიანებს აქვთ სურვილი იმუშაონ დემოკრატიის მშენებლობაზე თბილისიდან ტუნისამდე, თუ რანგონიდან ფრითაუნამდე, მათ შეუძლია ჰქონდეთ იმედი, რომ ჩვენს ხალხებში პარტნიორებს იპოვნიან”, – განაცხადა ობამამ.


ობამა
ობამა

მასალების გადაბეჭდვის წესი