ახალი ამბები

სოფელ დიღომში თბილისის მერია კანალიზაციის სისტემას გაიყვანს – კალაძე

21 ნოემბერი, 2018 • 1463
სოფელ დიღომში თბილისის მერია კანალიზაციის სისტემას გაიყვანს – კალაძე

კახა კალაძის თქმით, სოფელ დიღომში, სადაც ამჟამად კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მერია კანალიზაციას გაიყვანს. როგორც დედაქალაქის მერიის სხდომაზე ითქვა, პროექტი 4 წელიწადს გასტანს.

მერიის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი საფასური 22 მილიონი ლარია და 4 ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი დღეიდან, 21 ნოემბრიდან, დაიწყება და მისი ღირებულება დაახლოებით 3 მილიონი ლარია. მერიაში ამბობენ, რომ პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ, დასახლებას კანალიზაციის 16-კილომეტრიანი ქსელი ექნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი