ახალი ამბები

NGO-ები: პრემიერის ზოგიერთი განცხადება წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება

2 ივნისი, 2014 •
NGO-ები: პრემიერის ზოგიერთი განცხადება წინასაარჩევნო გარემოზე ნეგატიურად აისახება

ღარიბაშვილმა გურიაში გამგებლობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა – “არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დავუშვებთ სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას”.

 

გარდა ამისა არასამთავრობო ორგანიზაციები არაადეკვატურს უწოდებენ შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებას საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლასთან დაკავშირებით:

 

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ივნისის განცხადება, სადაც ყოველგვარი გამოძიების ჩატარების გარეშე უარყოფილია საარჩევნო კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტები. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი, რომ კვლავ ვრცელდება ინფორმაცია, სავარაუდოდ, ზეწოლის შედეგად ოპოზიციის კანდიდატების მიერ მათი რეგისტრაციიდან მოხსნის თაობაზე.  

ვფიქრობთ, რომ პრემიერისა და შსს-ს არაადეკვატური რეაქცია რეგიონებში განხორციელებულ სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე ხელს უშლის სამართლიანი არჩევნებისთვის უმთავრეს ჯანსაღი შეჯიბრებითობის პრინციპს და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირალობა – საქართველო” და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” აწერენ.


განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერმინისტრს, თავი შეიკავოს ისეთი განცხადებებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის საქართველოში დამოუკიდებელი თვითმმართველობის შექმნასა და მრავალპარტიული დემოკრატიის კონსოლიდაციას. ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,  თავი შეიკავოს ნაჩქარევი და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებისგან და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება რეგიონებში საარჩევნო კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების უმოკლეს ვადებში შესწავლის მიზნით. 


განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ვებ–გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი