ახალი ამბები

შსს: თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

2 ივნისი, 2014 • • 1185
შსს: თბილისში ქმარმა ცოლი მოკლა

გამოძიების ინფორმაციით, ჯიმშერ ა-მ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ 2014 წლის 1 ივნისს, ღამით, თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მეუღლეს ცივი იარაღით გულმკერდის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1967 წელს დაბადებულ ლუდა გ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს ხარაგაულის რაიონში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.  ბრალდებული წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევია. 

 

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს. 

ქმრმა თბილისში ცოლი მოკლა. 2014 წლის 1 ივნისი
ქმრმა თბილისში ცოლი მოკლა. 2014 წლის 1 ივნისი

მასალების გადაბეჭდვის წესი