ახალი ამბები

“უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსების პრობლემა მალე გადაიჭრება”

1 ივნისი, 2014 • • 1122
“უმძიმესი სენით დაავადებული ბავშვებისთვის დაფინანსების პრობლემა მალე გადაიჭრება”

“ჩვენთვის, ისევე, როგორც ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა უფლებების დაცვას, მათი ჯანმრთელობისათვის ზრუნვას, ზნეობრივი ღირებულებებით მათ აღზრდას. დღეს ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ბევრია ისეთი ბავშვი, რომლებსაც სახელმწიფოსაგან  განსაკუთრებული ყურადღება და ზრუნვა  სჭირდება. ჩვენი მთავრობა მუშაობს პროექტზე, რომელშიც ჩართული იქნება ყველა, და ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სოლიდარულ საზოგადოებას უმნიშვნელოვანეს შედეგების მიღწევა შეუძლია,”- წერია ღარიბაშვილის განცხადებაში.


მისივე თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ “გვყავდეს ჯანმრთელი, დაცული, განათლებული და ბედნიერი მომავალი თაობა.” 

 

გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოს 0-16 წლის ბავშვების 27 პროცენტი ცხოვრობს სიღარიბეში, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. 


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი