ახალი ამბები

ბურჯანაძის თანაპარტიელის სახლში აღმოჩენილ იარაღის საქმეს შსს იძიებს

31 მაისი, 2014 •
ბურჯანაძის თანაპარტიელის სახლში აღმოჩენილ იარაღის საქმეს  შსს იძიებს

შსს-ს ცნობით, საქმე აღძრულია,  დაწყებულია გამოძიება 236–ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა  ან გასაღებას.  ამოღებულ იარაღს ჩაუტარდება ექსპერტიზა.


“ნინო ბურჯანაძე–ერთიანი ოპოზიციის”  წევრის, ხათუნა ნაკაიძის დედამ  განაცხადა, რომ  30 მაისს  სახლის დალაგებისას ტახტში დამალული ავტომატი აღმოაჩინა, რის შესახებაც პოლიციას შეატყობინეს.

 

ნინო ბურჯანაძე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს,  მისი თანაპარტიელები კი ფაქტს წინასაარჩევნოდ განხორციელებულ ბინძურ პროვოკაციად მიიჩნევენ.

 

ნინო ბურჯანაძემ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში გააკეთა :

“მე არ გამიკვირდება, რომ ქართულმა ოცნებამ ეხლა თქვას, რუსთავი 2-ის მოსმენის არ იყოს, რომ ეს ნაციონალური მოძრაობის გაკეთებულია. ეს ქართული ოცნების გაკეთებულია, უკაცრავად და, ესე იგი რაღაც  ვირუსი შეეყარა ხელისუფლებას და ავად არიან; თუ ეს ნაციონალური მოძრაობის გაკეთებულია, მაშინ მით უარესი, რას აკეთებს ხელისუფლება საერთოდ და გვყავს თუ არა ხელისუფლება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი