ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შეუარცხმყოფელი ტონით რეაგირებს ჟურნალისტთა შეკითხვებზე.
“ქარტიის საბჭო მიმართავს სახელმწიფო უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელებს და ახსენებს, რომ ისინი არიან სახელმწიფო მოხელეები და აქვთ თმენის მაღალი ვალდებულება, ისევე, როგორც აქვთ ვალდებულება კანონით დადგენილ ვადებში მიაწოდონ მედიას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია”.




