დეპუტატების თქმით, “ბექა კრიმინალი არ არის” და საჭიროა კანონმდებლობის გადახედვა, რადგან მათი აზრით, არ შეიძლება მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანი ციხეში ჩასვა.
27 წლის ბექა წიქარიშვილი 2013 წლის ივნისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს.
“ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დამაკავა პოლიციამ, როგორც თქვეს, ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, აღმომიჩინეს მარიხუანა, ნაწილი შემდეგ ამოიღეს ჩემი სახლიდან. სამი დღე ვიყავი წინასწარი პატიმრობის საკანში. შემდეგ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შემიფარდა, სანამ გირაოს უზრუნველყოფას მოვახდენდით, 18 დღე მომიწია გლდანის ციხეში ყოფნა, მერე სახლი ჩავდეთ გირაოს უზრუნველსაყოფად და გამომიშვეს”, – აცხადებს ბექა წიქარიშვილი.
2 ივნისს, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია გაიმართება, თბილისის საქალაქო სასამართლო ბექა წიქარიშვილის განაჩენს გამოაცხადებს.