როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დონეცკის მიმართულებით ფრენები უკვე შეჩერებულია, ხოლო კიევის მიმართულებით ახალი განრიგით ფრენა 23 ივლისიდან დაიწყება:

 

“უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ავიაკომპანია WIZZ AIR -მა ქუთაისის საერთაშორისო აერპორტიდან დონეცკის მიმართულებით ფრენა დროებით შეაჩერა. მგზავრების გადაყვანის უზრუნველსაყოფად 23 ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიევის მიმართულებით ფრენის სიხშირე გაიზრდება, კერძოდ, ავიაკომპანია WIZZ AIR-ი კიევში კვირაში ხუთის ნაცვლად შვიდ ავიარეისს შეასრულებს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იმედოვნებს, რომ მდგომარეობა უკრაინაში მალე დარეგულირდება და WIZZ AIR-ის რეისები აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.


“WIZZ AIR”
“WIZZ AIR”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *