ამის შესახებ ინფორმაცია აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
ინფორმაციის თანახმად, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ განაცხადა, რომ აფხაზეთში მისი ვიზიტის მიზანი 17-18 ივნისს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიებზე განსახილველი საკითხების გაცნობაა.
“გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის პერსპექტივები არსებობს. ის დაინტერესდა რუსულ-აფხაზური მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის საკითხებით. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარემ კმაყოფილება გამოხატა აფხაზეთისა და რუსეთის ეფექტური თანამშრომლობის გამო და განაცხადა, რომ სიამოვნებით მიადევნებს თვალს აფხაზეთში მიმდინარე ცვლილებებს. ამასთან, აფხაზეთთან სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა,”- წერია განცხდებაში, რომელიც პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

![]() |
| |||