ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება – ეპიდემიის გამო საქონელი დაგვეხოცა

20 ნოემბერი, 2018 • 1857
ცხინვალში ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება – ეპიდემიის გამო საქონელი დაგვეხოცა

ცხინვალში ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ კამპანია გრძელდება.

“საქართველოდან შემოტანილმა ეპიდემიებმა სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დიდი ზარალი მიადგა ზნაურისა და ჯავის რაიონების გლეხებსა და ფერმერებს. მაგალითად, ნოდულარული დერმატიტით ჯავის რაიონში დაახლოებით 50 სული მსხვილფეხა საქონელი დაიხოცა. სერიოზული საფრთხე იყო ასევე აზიური ფაროსანას გავრცელება”, – ამის შესახებ ცხინვალში გამართულ ბრიფინგზე ჯავისა და ზნაურის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.

საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ მიმდინარეობს. კამპანიას სოხუმსა და ცხინვალშიც შეურთდნენ.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან (2013) ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი