ახალი ამბები

ლია გიგაური: სწავლის შეჩერების გამო ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება არ შევა

27 მაისი, 2014 •
ლია გიგაური: სწავლის შეჩერების გამო ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება არ შევა

“გაცდენილი საათების ანაზღაურების თვალსაზრისით გუშინ ცოტა არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევა, ვერ შევა მსგავსი ცვლილება, რა თქმა უნდა. დაწყებით კლასებში ბოლო ორი კვირა თუ გათვალისწინებული იყო განვლილი მასალის გამეორება, ახლა შეკუმშული იქნება, მეხუთე და მეექვსე კლასში კი სხვანაირი მიდგომა იქნება, დეტალებს 14:00 საათზე სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გაიგებთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ლია გიგაურმა.

 

მისივე თქმით, სამინისტრო უახლეს ინფორმაციას ელოდება ჯანდაცვის სამინისტროდან მენინგიტის შემთხვევების რაოდენობასთან დაკავშირებით და სრული სურათის მიღების შემდეგ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

ლია გიგაური: ფოტო: განათლების სამინისტრო
ლია გიგაური: ფოტო: განათლების სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი