ახალი ამბები

ბარაკ ობამა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

26 მაისი, 2014 • • 1040
ბარაკ ობამა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

“ბოლო წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები სიამაყით უდგას მხარში საქართველოს, სადაც ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნები და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ქვეყნის ისტორიაში პირველად დასრულდა ძალაუფლების საკონსტიტუციო გზით გადაცემის პროცესი და დაინიშნა ახალი პრემიერ-მინისტრი. საქართველოს მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება ქმნის საფუძველს ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე და მზარდი პარტნიორობისათვის. იმედის თვალით შევყურებ თანამშრომლობას თქვენთან და პრეზიდენტ მარგველაშვილთან საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და პოლიტიკური პლურალიზმის უზრუნველყოფის პროცესში. მომავალი ადგილობრივი არჩევნები და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოსალოდნელი ხელმოწერა უზრუნველყოფს დამატებით შესაძლებლობებს საქართველოს მართლაც შთამბეჭდავი წინსვლის ნათელსაყოფად”, – ნათქვამია ამერიკის პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისთვის სასიხარულო იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა ვაშინგტონში პრემიერის ვიზიტისას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ და განვითარებას. 

 

“ჩემთვის სასიხარულო იყო თქვენთან შეხვედრა ვაშინგტონში თქვენი თებერვლის ვიზიტის დროს. როგორც უკვე ითქვა შეხვედრის დროს, ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. მომდევნო წლებში რეფორმებისადმი ასეთი ერთგულება უზრუნველყოფს თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტირების და ადამიანებს შორის კონტაქტების სფეროებში ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას. ვდგავართ რა რეგიონში გამოწვევებით აღსავსე მოვლენების წინაშე, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც გაუწევს მძლავრ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას და მის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. გულწრფელად გილოცავთ თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს”

ბარაკ ობამა
ბარაკ ობამა

მასალების გადაბეჭდვის წესი