საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამოის ნაკრები დაამარცხა. ბორჯღალოსნებმა მოწინააღმდეგეს ანგარიშით 27:19 სძლიეს.
თავდაპირველად, მატჩი სამოელების სასარგებლოდ მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში მათ სამი ლელო დადეს და ორი გარადსახვა შეასრულეს. ტაიმი სამოას სასარგებლოდ, 10:19 დასრულდა.
თუმცა, პირველი ნახევრის ბოლოს და მეორე ტაიმში გააქტიურდნენ ბორჯღალოსნები, რომელთაც, ჯამში, სამი ლელო დადეს და ამდენივე გარდასახვა შეასრულეს. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აბსოლუტური უპირატესობით – 17:0 დაასრულა, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი გავლენა იქონია.
ეს იყო “თიბისი რაგბის სერიები 2018”-ის მეორე მატჩი საქართველოს ნაკრებისათვის. შეხვედრა თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა.