ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა საზღვრის გადაკვეთის მსურველთათვის სპეციალური დოკუმენტების გაცემა გადაწყვიტა

25 მაისი, 2014 •
ცხინვალმა საზღვრის გადაკვეთის მსურველთათვის სპეციალური დოკუმენტების გაცემა გადაწყვიტა

ოფიციალური ინფორმაციით, საზღვრის გადაკვეთის დროს ამგვარი ნებართვით ისარგებლებენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ამ რაიონებში ცხოვრობენ. 

სპეციალური საბუთის მისაღებად, უწყების ინფორმაციით, აუცილებელია მოქალაქეებმა სამოტივაციო განცხადებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რაიონულ განყოფილებას მიმართონ. 

“ოსეთის მხარემ სახელმწიფო საზღვრის დაცვის საკითხებზე ცივილურად მოლაპარაკებისთვის არაერთხელ მოუწოდა ოფიციალურ თბილისს მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ ეს მოწოდება უშედეგო აღმოჩნდა. საქართველოს მთავრობის უპასუხისმგებლო პოზიცია არის მთავარი დაბრკოლება ადამიანების თავისუფლად გადაადგილებისთვის,”- აცხადებენ უშიშროების კომიტეტში. 


ფოტო: EPA
ფოტო: EPA


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  


მასალების გადაბეჭდვის წესი