დღეს, 16 ნოემბერს გამართულ აუქციონზე საქართველოს ეროვნლმა ბანკმა 10მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. უწყების ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.67 ლარი შეადგინა.
ხვალ, 17 ნოემბერს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.67 ლარი იქნება. ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, რომელიც სებ-მა დღეს გაავრცელა, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 1 თეთრით გამყარდა.
ოქტომბრიდან ლარი დოლართან და ევროსთან უფასურდებოდა. საპირისპირო ტენდენცია 9 ნოემბრიდან იკვეთება. დღევანდელის მსგავსად, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე ამ დღესაც 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა.
