ახალი ამბები

“ქართული ოცნების” კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში

24 მაისი, 2014 •
“ქართული ოცნების” კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში

,,ქართული ოცნების“ კანდიდატები: 

ახალციხის მერი – გიორგი კოპაძე;

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ზაზა მელიქიძე;

ბორჯომის  გამგებელი – დიმიტრი ყიფიანი; 

ადიგენის  გამგებელი – ზაქარია ენდელაძე;

ასპინძის  გამგებელი – ლევან ცაბაძე; 

ახალქალაქის  გამგებელი – ედუარდ აღასარიანი;

ნინოწმინდის  გამგებელი – გაგიკ კარსლიანი.

 

” კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ სამცხე-ჯავახეთში ძალიან კარგი კანდიდატები შეარჩია. ისინი პროფესიონალები არიან და, რაც მთავარია, ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ”,  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


საქართველოს პრემიერმინისტრმა სამცხე–ჯავახეთის ტურნეს ფარგლებში კარწახის საბაჟოს და ლიკანში რიქსოსის სასტუმროს მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. ესტუმრა ბორჯომის ქარხანასაც. 

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველოსბის არჩევნები 2014 წლის 15 ივნისს არის დანიშნული. 

ქართული ოცნების აქცია
ქართული ოცნების აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი