ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სამცხე–ჯავახეთი იქნება თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი დერეფანი

24 მაისი, 2014 •
ღარიბაშვილი: სამცხე–ჯავახეთი იქნება თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი დერეფანი

ეს განცხადება ღარიბაშვილმა ახალციხეში სტუმრობისას განაცხადა.  

 

სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა დღეს ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივებს უჩენს. ახლა აქ დიდი პროექტები ხორციელდება, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები. ახლა აქ რეგიონიდან მსოფლიოში გასასვლელი უმოკლესი გზები იჭრება. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი აქ გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის უდიდესი პროექტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის 180 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. ამ პროექტით სამცხე-ჯავახეთს განვითარების დიდი საშუალება ეძლევა. აქ უკვე დასაქმდა ასობით ადამიანი და როცა რკინიგზა გაიხსნება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება. მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის პროექტი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ჩვენ მას დავამთავრებთ დაგეგმილ დროს. ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ რეგიონში გაცილებით გაიზარდოს საქართველოს როლი. ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აქ, თქვენ მშობლიურ კუთხეში გაივლის და თურქეთის გავლით ბევრ ქვეყანასთან დააკავშირებს უკვე მთელ რეგიონს. ასეთი პროექტების განხორციელება მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, ქვეყანას კი დიდ პერსპექტივებს გაუჩენს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

 

მისი თქმით, სამცხე–ჯავახეთი იქნება თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი, ეფექტიანი დერეფანი:


“კარწახის საბაჟო ბევრად ახლოსაა თურქეთის დიდ ქალაქებთან. ეს იქნება კიდევ ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომლის განხორციელებით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება ეკონომიკა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი