ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მე ვარ მთავრობის მეთაური და ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერ

23 მაისი, 2014 • • 1096
ღარიბაშვილი: მე ვარ მთავრობის მეთაური და ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერ

პრემიერმინისტრმა დაადასტურა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელსეკრულებას ხელს თავად მოაწერს:

 

“მინდა ყველას გთხოვოთ, რომ სპეკულირება ამ თემაზე ყველამ დავასრულოთ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა იმას, თუ ვის უნდა მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე. ამ საკითთხზე ვისმჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერ”.

 

პრემიერმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე კონსულტაციები მთავრობასთან ჰქონდა.

“ეს საკითხი მთავრობამ განიხილა. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლება, მე ასევე ვარ კოალიციის ლიდერი. ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ ხელშეკრულებას ხელს მე მოვაწერ”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა.

 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი საქართველომ 27 ივნისს უნდა მოაწეროს ხელი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გადაცემაში “პოლიტიკის დრო” განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ ხელშეკრულებას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს, მაგრამ თუ სხვა ლეგიტიმური პირი მოაწერს ხელს, ამას იგი “არ გამოეკიდება”.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014 წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი