ახალი ამბები

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 53 847 ბიულეტენი გაბათილდა

15 ნოემბერი, 2018 • 1342
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 53 847 ბიულეტენი გაბათილდა

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 53 847 ბიულეტენი გაბათილდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში სულ 1 647 878 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 23 746-ით ნაკლები იყო. წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 660 976 ბიულეტენიდან მხოლოდ 30 101 გაბათილდა.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმი გუშინ, 14 ნოემბერს გამოაქვეყნა. ცესკომ გუშივე არჩევნების თარიღი დაასახელა. კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს, ოთხშაბათს, დანიშნა.

გაბათილებული ბიულეტინების რაოდენობა წლების მიხედვით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი