ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს უკავშირდება

22 მაისი, 2014 • • 1353
აფხაზეთში დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს უკავშირდება

“დღევანდელი ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურ-პოლიტიკური ბანკროტის ზღვარზე აღმოჩნდა. ეს არასახარბიელო შედეგი პრეზინდეტ აქვაბის მეთაურობით აფხაზეთის დღევანდელი მთავრობის საქმიანობის შედეგია. დაპირებული რეფორმების, სოციალური ცვლილებების, ხალხის კეთილდღეობის ნაცვლად მივიღეთ ნარკომანია, კორუფცია, ყაჩაღობები, ადამიანების დაყოფა მდიდრებად და ღარიბებად, უმუშევრობა, მკვლელობები, მნიშვენლოვანი სახლემწიფო ობიექტების მიზერულ ფასად გაყიდვა. არ არის არანაირი დაბრკოლება საქართველოს მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის დროს მდინარე ენგურზე,”- წერია მიმართვაში, რომლითაც ოპოზიცია აფხაზეთის მოქალაქეებს აქციამდე მიმართავს. 


ამავე წერილში ნათქვამია, რომ აფხაზეთის მიერ რუსეთის ფინანსური დახმარების ათვისებაში სახეზეა კორუფცია, მრავალმილიონიანი საგარეო ვალები და სხვა გარემოებები, რომლებიც, განცხადების ავტორთა აზრით, აფხაზეთის თითოეულ მოქალაქეს ყოველდღიურად მძიმე ტვირთად აწვება. 


“ანქვაბის, როგორც კანონიერებისა და სამართლისთვის შეურიგებელი მებრძოლის ხატი, საქმეში სიცრუე აღმოჩდა. ქვეყანაში არის განუკითხაობა, პრეზიდეტი უხეშად ერევა ხელისუფლების სხვა განშტოებების საქმიანობაში, მათ შორის პარლამენტის. ფაქტიურად ავტორიტატრული სისტემაა შექმნილი. სახელმწიფოს მეთაურმა არანაირი ზომა არ მიიღო აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ არალეგალურად საზღვრის გადაკვეთის მცდელობების აღსაკვეთად და მათი უკანონო მასობრივი პასპორტიზაციისთვის. მან იგნორირება მოახდინა პარლამენტის დადგენილებები, რომელიც ამ საკითხებს შეეხებოდა, რაც საქართველოს აფხაზეთის კონსტიტუციური წყობის საფუძველების ჩაძირვის გაღრმავების საშუალებას აძლევს. ეს საფრთხეს წარმოადგენს არა  მხოლოდ აფხაზეთისთვის, არამედ რუსეთისთვისაც

დღეს აფხაზეთი თითოეული თქვენგანის გადამწყვეტ მხარდაჭერას საჭიროებს, თქვენი მონაწილეობა სახალხო მსვლელობაში არის სამოქალაქო ვალი სამშობლოს წინაშე,”- წერია მიმართავაში.


აფხაზეთი; ფოტო: http://vk.com/abh_news
აფხაზეთი; ფოტო: http://vk.com/abh_news


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი