ახალი ამბები

ომბუდსმენი განათლების სამინისტროს სოფელ ძიბახევის სკოლის დახმარებას სთხოვს

22 მაისი, 2014 • • 1056
ომბუდსმენი განათლების სამინისტროს სოფელ ძიბახევის სკოლის დახმარებას სთხოვს

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიბახევში დაწყებითი სკოლა ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით მოქმედებს, თუმცა ფიცრულ შენობას, სადაც სკოლაა განთავსებული, ნაპრალები აქვს და ოთახებს ზამთარში ღუმელიც ვერ ათბობს, ამის გამო 9 მოსწავლე, რომელიც დაწყებით კლასებში დადის, ზამთარში იძულებული ხდება სწავლა შეწყვიტოს.

 

“უახლოესი საჯარო სკოლა 2 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ბირკიანში მდებარეობს, მაგრამ მოუგვარებელი სატრანსპორტო პრობლემების გამო მშობლებს იქ შვილების გაშვება არ სურთ”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

 

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სოფლად და უმცირესობებით დასახლებულ ტერიტორიებზე განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საგანმანათლებლო სექტორის ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს:

 

“უნდა მოხდეს სამართლებრივი და ფინანსური რესურსების გამონახვა, რათა მოცემულ შემთხვევაში სოფელ ძიბახევში დაწყებითი კლასების სასწავლო პროცესის ფუნქციონირებისათვის გამოიყოს უსაფრთხო და ადეკვატური შენობა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

სკოლა სოფელ ძიბახევში/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
სკოლა სოფელ ძიბახევში/ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი