ახალი ამბები

არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს – საზოგადოებრივი მაუწყებელი

14 ნოემბერი, 2018 • 2179
არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დაინიშნოს – საზოგადოებრივი მაუწყებელი

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური შესაძლოა 28 ნოემბერს დაინიშნოს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს.

ხვალ, პირველ საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართება. საიტზე სხდომის დღის წესრიგი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის, თუმცა მაუწყებელი ამბობს, რომ ხვალინდელ სხდომაზე ცესკო პირველი ტურის შედეგებს შეაჯამებს. თუ ეს ასე მოხდება, მეორე ტურის თარიღი 2 კვირაში, ანუ  სავარაუდოდ 28 ნოემბერს დაინიშნება.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ცესკოს პრესსამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ როგორც კი სხდომის დღის წესრიგი ექნებათ, მას გაასაჯაროებენ. ცესკო დამატებით ინფორმაციას ჯერ არ გასცემს.

28 ოქტომბერი ოთხშაბათია, თუ ცესკო არჩევნებისთვის ამ თარიღს დაამტკიცებს, ეს დღე უქმედ გამოცხადდება.

ამავე თემაზე გირჩევთ

დაინიშნება თუ არა მეორე ტური შუა კვირაში

 

მასალების გადაბეჭდვის წესი