ახალი ამბები

ღარიბაშვილი: არ შევდრკებით რუსეთის ზეწოლის ქვეშ

21 მაისი, 2014 • • 969
ღარიბაშვილი: არ შევდრკებით რუსეთის ზეწოლის ქვეშ

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოებაზე რუსეთის ცალსახა გავლენა იმით განისაზღვრება, რომ მას საქართველოს მეხუთედი აქვს ოკუპირებული და ამ ფონზე ყირიმის ანექსიაც განახორციელა. ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გამძაფრების მცდელობებს მოელის, რადგან იგი უარს აცხადებს შეუერთდეს საქართველოს მიერ დადებულ პირობას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით. 

 

საქართველოს პრემიერნისტრი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ამის გარდა, ყირიმის უკანონო ანექსირებას მოჰყვა დესტაბილიზაციაზე გამიზნული კამპანია აღმოსვლეთ უკრაინაში.

 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო:  EPA/ზურაბ ქურციკიძე
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 2014. წლის 16 იანვარი. ფოტო: EPA/ზურაბ ქურციკიძე

“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ საქართველო არ შედრკება ამ ზეწოლის ქვეშ”,- განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

 

ღარიბაშვილის სიტყვებით, საქართველოს რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ ცდილობს, რომ უთანხმოება მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ჰარვარდის კლუბში შეკრებილ აუდიტორიას პირობა მისცა, რომ საქართველო დაიცავს ძალის არგამოყენების პირობა დეოკუპაციის გზების მოძიების პროცესში და გააგრძელებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას. გარდა ამისა, საქართველო ახორციელებს პრაგმატულ თანამშრომლობას რუსეთთან, რომლის შედეგადაც განახლდა ვაჭრობა, შემოღებულია უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეთათვის. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმინისტრის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებში შეიმჩნევა მოკრძალებული შედეგები – რუსეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისათვის, სატრანსპორტო კავშირები გაუმჯობესდა, არის წინსვლა მოქალაქეთა შორის ურთიერთობისა და კულტურული კონტაქტების მხრივ. თუმცა რუსეთი მაინც განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს.

აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა 20 მაისს ბელგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დროს ჰარვარდის კლუბის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი