ახალი ამბებისამართალი

არასრულწლოვნის მიმართ ძალადობასა და ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

13 ნოემბერი, 2018 • 1519
არასრულწლოვნის მიმართ ძალადობასა და ძარცვაში ბრალდებულს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

დღეს, 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის გამოყენებით განხორციელებულ ძარცვაში ბრალდებულ ა.შ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა.შ-მ 2018 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, სარაჯიშვილის ქუჩაზე არასრულწლოვან გ..-ს ძალადობის გამოყენებით გასტაცა 140 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ა.შ. 2018 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” და მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტებით (ძარცვა, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის; იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი