ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები “წითელი ზონის” დახურვას ითხოვენ [ფოტო]

19 მაისი, 2014 • • 1863
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილები “წითელი ზონის” დახურვას ითხოვენ [ფოტო]

აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 2014 წლის 19 მაისს/ფოტო: მიხეილ ჭაბუკაშვილი
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან 2014 წლის 19 მაისს/ფოტო: მიხეილ ჭაბუკაშვილი

 

 

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან რამდენიმე სამართალდამცველიცაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ “წითელი ზონის” გადაცემას, რომელიც ჰომოფობიას შეეხებოდა. გადაცემის დისკუსიის ნაწილში უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი მონაწილეობდა. დისკუსიის შემდეგ ეთერში გავიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “დედა, მამა მე გეი ვარ” და “ნაადრევი სუსხი”.

 

 

 

.

მასალების გადაბეჭდვის წესი